უფლის ამაღლება
აღდგომის შემდეგ ჩვენი უფალი იესო ქრისტე ქვეყნად ორმოცი
დღე დარჩა. იგი ყოველთვის თავის მოწაფეებთან იყო, ანუგეშებდა, არიგებდა და ეუბნებოდა
მათ:
ამაღლება, ფრაგმენტი გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატიდან, მე-16 ს. |
მეორმოცე დღეს უფალმა იესო ქრისტემ მოწაფეები ბეთანიაში,
ზეთისხილის (ელეონის) მთაზე გაიყვანა, აღაპყრო ხელები ზევით, აკურთხა ისინი და ამაღლდა
ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისა.
მოწაფეები განცვიფრებულნი უყურებდნენ ქრისტეს ამაღლებას.
ამ დროს მათ ციდან ორი თეთრად შემოსილი ანგელოზი მოევლინა, რომლებმაც უთხრეს: „კაცნო
გალილეველნო! რასა სდგათ და ხედავთ ზეცად? ესე იესო, რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად,
ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად.“
მოციქულები გახარებულნი დაბრუნდნენ იერუსალიმში.
ამგვარად, უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა ქვეყნად თავისი
დანიშნულება: გამოგვიხსნა ჩვენ ეშმაკისა და სიკვდილისაგან და ამაღლდა ზეცაში. უფლის
ამაღლება მოხდა ხუთშაბათ დღეს. წმიდა ეკლესია იესო ქრისტეს ამაღლებას აღდგომიდან მეორმოცე
დღეს, ხუთშაბათ დღეს დღესასწაულობს.
"ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა" - საპატრიარქოს ტელევიზია
"ერთსულოვნების" გადაცემათა ციკლიდან "საუფლონი"
No comments:
Post a Comment