მირქმა
ებრაელების კანონი მოითხოვდა, რომ ყოველი ბავშვი მეორმოცე
დღეს ტაძარში მიეყვანათ განსაწმედად. განწმედის შემდეგ კი უნდა გამოეხსნათ იგი და ისევ
უკან წაეყვანათ. მდიდარ ადამიანებს გამოსახსნელად ტაძარში ხბო მიჰყავდათ, ღარიბებს
კი - ორი მტრედი.
იოსები და მარიამი ებრაელები იყვნენ, ამიტომ მათაც წაიყვანეს
იესო მეორმოცე დღეს იერუსალიმის ტაძარში და თან ორი მტრედი მიიყვანეს შესაწირად.
იოსები და მარიამი ებრაელები იყვნენ, ამიტომ მათაც წაიყვანეს
იესო მეორმოცე დღეს იერუსალიმის ტაძარში და თან ორი მტრედი მიიყვანეს შესაწირად.
იმ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა მოხუცი - მართალი სვიმეონი.
მას ღმრთისგან ჰქონდა ნათქვამი, რომ მანამ არ გარდაიცვლებოდა, სანამ თავისი თვალით
არ იხილავდა მაცხოვარს, რომელსაც იმ დროს ყველანი მოელოდნენ. სულიწმიდის შთაგონებით
იგი იერუსალიმის ტაძარში, სწორედ, იმ დროს მივიდა, როდესაც
იქ ჰყავდათ მიყვანილი იესო ქრისტე.
მირქმა - საქართველოს ეროვნული მუზეუმი |
მართალმა სვიმეონმა შეხედვისთანავე იცნო მაცხოვარი,
რომლის ნახვასაც ელოდა, მიიხუტა გულზე და თქვა: „აწ (ახლა) განუტევე, მეუფეო, მონა
შენი სიტყვისაებრ შენისა (როგორც ნაბრძანები გქონდა) მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა
ჩემთა მაცხოვარება შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად
წარმართთა ზედა (იესო ქრისტე თავისი სწავლებით გაანათლებს ქვეყნიერებას) და დიდებად
ერისა შენისა ისრაელისა და სადიდებლად იმ ხალხისა (ებრაელებისა), რომლისგანაც იშვა
მაცხოვარი, ანუ, ახლა ასრულდა ჩემზე შენი ბრძანება, უფალო და დროა, გამიყვანო ამ ქვეყნიდან,
რადგან ჩემი თვალით ვიხილე ქვეყნიერების მხსნელი.“
იოსებს და მარიამს ძლიერ უკვირდათ სვიმეონის ეს სიტყვები,
თვითონაც მიიღეს მისგან ლოცვა-კურთხევა და წაიყვანეს იესო ნაზარეთში.
იერუსალიმის ტაძარში იმ დროს ცხოვრობდა 84 წლის ქვრივი
ქალი, წინასწარმეტყველი ანა. როდესაც მან იესო იხილა, ყველას ეუბნებოდა, რომ იგი არის
ქვეყნიერების მხსნელი. სვიმეონის მიერ უფლის მირქმას ქრისტიანები 15 თებერვალს ვდღესასწაულობთ,
ამ დღესვე ვიხსენიებთ ლოცვებში მართალ სვიმეონსაც.
როგორც წესი, მართალ სვიმეონ ღმრთისმიმრქმელს ხატზე
ყრმა იესოსთან ერთად გამოსახავენ. ეს წმიდანი განსაკუთრებით მფარველობს ბავშვებს.
"ლამპრითა სულიერითა" (მირქმა) - საპატრიარქოს ტელევიზია
"ერთსულოვნების" გადაცემათა ციკლიდან "საუფლონი"
No comments:
Post a Comment